სსიპ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის
სოფელ ორლოვკის
საჯარო საკოლა
პრაქტიკული კვლევა
თემა: ,,როგორ ავამაღლოთ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა
მოტივაცია ქართული,როგორც მეორე ენაში?“
მასწავლებელი: მარინა თათოშვილი
2018-2019 სასწავლო წელი
სარ ჩევი
5.გამოყენებული ლიტერატურა ...........................................................................................................33
1.შესავალი
ჩემი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლება ეხება მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებას ქართულ ენაში,რომელიც
გამოწვეულია დაბალი მოტივაციით, ან მისი არქონით.საკვლევ საკითხს წარმოადგენს : როგორ
ავამაღლოთ არაქართულენოვან სკოლის მოსწავლეთა მოტივაცია ქართული,როგორც მეორე ენაში?
კვლევის
პროცესში გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის ინსტრუმენტები.დისკუსია მოსწავლეებთან,კითხვარი
პედაგოგებისთვის,მოსწავლეებისთვის,მშობლებისთვის,ინტერვიუები და სხვა. ასევე,გავეცანი
ლიტერატურას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დამეხმარა პრობლემის დაძლევაში.
პრაქტიკული
კვლევის შედეგად გამოკვეთილმა პრობლემებმა მიჩვენა,რომ გაკვეთილზე საჭიროა მეტად გამოვიყენო
მრავალფეროვანი აქტივობები,სხვადასხვა რესურსი, კომპიუტერი.
კვლევის
ძირითადი საძიებო სიტყვებია:მოტივაცია,სკოლა, მოსწავლეები,კვლევა,აკადემიური მოსწრება.
1.1 თემის აქტუალობა
როგორც
ცნობილია, განათლების თეორიტიკოსთა და ფსიქოლოგთა აზრით, მოტივაცია არის იმპულსი/სურვილი,შინაგანი
პროცესი,რომელიც ადამიანს ქმედებებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის მიღწევისკენ მიმართავს.მოტივაციის ამაღლებაზე სისტემატური
მუშაობა დიდწილად განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას და სასწავლო პროცესის
სასიამოვნოდ და სახალისოდ წარმართვას.
დღევანდელ
სასკოლო ცხოვრებაში მოტივაციის პრობლემა აქტუალურია,განსაკუთრებით არაქართულენოვან
სკოლებში ვაწყდებით მსგავს პრობლემებს,მოსწავლების მოტივაცია,რომ ისწავლონ ქართული,
როგორც მეორე ენა , დაბალია.მოსწავლეთა უმრავლესობა,რომელიც ფიქრობს რომ მომავალში
წავა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ან სამუშაოდ, ახლო ნათესავების ან მშობლების
მსგავსად,ფიქრობენ რომ ქართული, როგორც მეორე ენა ნაკლებად საჭიროა მთთვის და სწავლისას
აქცენტს უცხო ენების შესწავლაზე აკეთებენ.
ცნობილია
და მნიშვნელოვანია, რომ საკვლევი პრობლემა აქტუალური უნდა იყოს სკოლის ყველა თანამშრომლისთვის,
რომ მოხლეს მათი მაქსიმალური ჩართულობა კვლევის ყველა ეტაპზე. ინტერვენცია ვერ განხორციელდება
თუ საკვლევი საკითხი მნიშვნელოვანი იქნება მხოლოდ ჩემთვის,როგორც მკვლევარისთვის და
ყველა დანარჩენი ეტაპი ვერ შესრულდება სრულყოფილად.
კვლევის
შედეგად გაირკვა,თუ როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეებს მოტივაცია.მათი მაღალი აკადემიური
მოსწრება ქართული,როგორც მეორე ენაში, რაც გავლენას მოახრენს ზოგადად კლასის საშუალო
და ასევე სკოლის საშუალო ქულაზე.
სხვა
პედაგოგებსაც შეუძლიათ ისარგებლონ კვლევის საკითხებით, მასალით და შეეცადონ თავიანთ
საგანში აუმაღლონ მოტივაცია მოსწავლეებს,რაც საბოლოოდ სკოლის წარმატების საფუძველი
გახდება.
ამდენად,თემა
გახლავთ საინტერესო და აქტუალური, ჩემი კვლევით და ამ კვლევის პერიოდში გაკეთებული აქტივობებით და აღოჩენებით,
იმედი მაქვს ხელს შევუწყობ დასმული პრობლემის მოგვაეებას და დაინტერესებული კოლეგებიც მათი სასწავლო პროცესისთვის სასარგებლო დეტალებს
იპოვნიან ჩემს კვლევაში.
2019
წლის იანვარში შევხვდი სკოლის პედაგოგებს,წარვუდგინე პრეზენტაცია პრაქტიკული კვლევის
შესახებ,სადაც განვიხილე პრაქტიკული კვლევის მნიშვნელობა და ასევე თუ რამდენად მნიშვნელოვანი
იქნებოდა სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგების როლი კვლევის პროცესში.
1.2 კვლევის მიზნები და ამოცანები
კვლევის მიზანია:
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ქართულის,როგორც
მეორე ენის სწავლის დაბალი მოტივაციის და შექმნილი პრობლემის შესწავლაა . ამ პრობლემის
გადასაჭრელად აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
ჩემი,როგორც
მკვლევარი პედაგოგის მიზანია დეტალურად შევისწავლო რა უშლის ხელს ქართულის,როგორც მეორე
ენის სწავლის მოტივაციის ამაღლებას სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის
საჯარო სკოლაში?
პრობლემის გამოკვეთის შემდეგ დავისახო ამოცანები
და შევაფასო გამოყენებული ინტერვენციების შედეგები და გავცე რეკომენდაციები.შევისწავლო
მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები .
·
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის შესაფერისი და
ეფექტური აქტივობები შევარჩიო ან შევქმნა.
·
გავეცნო ამ თემასთან დაკავშირებულ არსებულ ლიტერატურას
·
გავიგო რა სტრატეგიებს უნდა მივმართო მოსწავლეებში მოტივაციის
ასამაღლებლად
·
დავიცვა ბალანსი შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ასამაღლებელი
სტრატეგიების გამოყენებისას
·
მივიღო ცოდნა, რომელსაც გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში
და მიღებული გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს.
·
მოსწავლეებს
მივაწოდო დროული,კონკრეტული და დეტალური უკუკავშირი.
აქვე უნდა გვახსოვდეს რომ, მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კარგ პიროვნულ ურთიერთობაზე ზრუნვა და
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების დამყარება.
2.ლიტერატურული მიმოხილვა
დასახული მიზნის მისაღწევად და კვლევის
სრულყოფილად განხორციელებისთვის დავიწყე
ცოდნის გაღრმავება,გავეცანი მოტივაციის შესახებ ლიტერატურას, დავამუშავე საჭიროებისამებრ.
მოტივაციის ამაღლების ტექნოლოგიებზე
განათლების თეორიტიკოსები გვთავაზობენ საკუთარ მოსაზრებებს. მათ ბევრი
საინტერესო,როგორც მსგავსი ,ასევე განსხვავებული, მიდგომა აქვთ, მაგრამ პედაგოგმა
ამ ტექნოლოგიებში უნდა იპოვოს ისეთი მიდგომები ,რომელიც ეფექტური და პრაქტიკულად
მიღწევადი იქნება.
განათლების ტექნოლოგიების სპეციალისტის ჯონ კელერის მიერ ჩამოყალიბებული
მოდელი გულისხმობს მოტივაციის ჩაშენებას გაკვეთილის გეგმაში. ამ მოდელის ავტორი ყურადღებას ოთხ ძირითად ფაქტორზე ამახვილებს,რომლებსაც
ემყარება მოტივაცია. ესენია: ყურადღება,
აქტუალობა, თავდაჯერებულობა, კმაყოფილების განცდა.
კელერის აზრით ეს ოთხი კატეგორია
ქმნის იმ პირობების ერთობლიობას,რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის, რომ
მოტივირებული იყოს.
კელერის მოდელის მიხედვით,
მასწავლებელმა თავისთავს უნდა დაუსვას კითხვა:რაში გამოადგებათ ჩემს მოსწავლეებს
ამ მასალის ცოდნა? შეიძლება ეს კითხვა თავად მოსწავლეებსაც დავუსვათ
საგანთან,თემასთან მიმართებაში – (www.mascavlebeli.ge-ინტერნეტგაზეთი)
მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისას შემდეგი კითხვები დაეხმარება:
მიზანთან მიმართებაში: როგორ შემიძლია დავაკმაყოფილო ჩემი მოსწავლეების
საჭიროებები?
საერთოდ, ვიცი, რა წარმოადგენს მათ საჭიროებებს?
ინტერესებთან მიმართებაში:როგორ და როდის შემიძლია მოსწავლეებს შევუქმნა
მათ საჭიროებებზე დაფუძნებული არჩევანის საშუალება?
გამოცდილებასთან მიმართებაში: როგორ შემიძლია დავუკავშირო გაკვეთილის თემა მოსწავლეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებას?
სწავლის
მოტივაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას.
ეფექტური
სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიის
მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის
მოტივაცია იყოს. მაგალითისთვის: მოსწავლის მიერ დავალების კარგად შესრულება შესაძლოა
განპირობებული იყოს: დასჯის შიშით, საჩუქრის მიღების დაპირებით, აღიარების
მოთხოვნილებით, ინტერესით და სხვ.
მასწავლებელმა
ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს
მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ
საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა
შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში
მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
მოტივაციის
წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში.იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ
მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის
პრინციპების გააზრება და სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე, უშუალოდ
სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგვცემს, მოსწავლეთა
ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შევქმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო
გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი
ჩართვა. (edu.aris.ge -განათლება)
ფსიქოლოგები მოტივაციის ორ ფორმას
გამოარჩევენ: გარეგანი და შინაგანი.
გარეგანი მოტივაცია კონკრეტული
ქმედებისკენ სწარაფვაა, რომელიც წახალისებულია გარე ფაქტორებით (ჯილდო, აღიარების
სურვილი).
შინაგანი მოტივაცია კი კონკრეტული
ქმედებისკენ სწრაფვაა, რომელიც ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და რაიმეს
აღმოჩენის სურვილით არის ნაკარნახევი
(ტყემალაძე,დალაქიშვილი,თოფაძე,პაჭკორია,ბუჭაშვილი 2008).
მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში
მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პედაგოგს, ამიტომ როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი
მოტივაციის გაუმჯობესებაზე კომპლექსური მუშაობა ზრდის მოსწავლის აკადემიურ
მოსწრებას და სასწავლო პროცესი სასიამოვნოდ და სახალისოდ წარიმართება(ტყემალაძე და
სხვები 2008).მასწავლებლები კარგად უნდა იცნობდნენ მოტივაციის თეორიას, რათა სწავლების
პროცესი ეფექტიანად წარმართონ და მშობლებს ის სტრატეგიები გააცნონ, რომელთა
განხორციელება მათი შვილების მოტივაციას გაზრდის (ვაისი და სხვები 2010) .
თანამედროვე პედაგოგიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯონ საფირაი ამბობს:
,,არაფერი განაპირობებს მოსწავლის მოტივაცის და ქმედებებს ისე ძლიერად,როგორც
მისთვის მნიშვნელოვანი ადმიანის მკაფიო მოთხოვნები“ ( საფირაი და გაუერი 1997),
როგორც წესი, მოსწავლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი მისი
მასწავლებელია.მასწავლებლის მოთხოვნები კი გაკვეთილის პროცესის დიდ ნაწილს წარმოადგენს.სასწავლო
ატმოსფეროს აყალიბებს მოსწავლისა და მასწავლებლის დამოკიდებულება დასახული
მოთხოვნების მიმართ. მსწავლებლის მოთხოვნების მკაფიოობასა და სიმძაფრეზეა
დამოკიდებული მოსწავლის როგორც აკადემიური მოსწრება,ასევე მისი სოციალური
უნარ-ჩვევების გამოვლენის სიხშირე და ხარისხი.თუ მოთხოვნები მაღალი,ნათლად
ჩამოყალიბებული და კონკრეტულია,მოსწავლე მაქსიმალურად იხარჯება და, პირიქით,
დაბალი მოთხოვნების დასახვის შემთხვევაში,მოსწავლე ნაკლებად პროდუქტული, ინერტული
და პასიური ხდება.ცხადია,ეს იმ შემთხვევას ეხება,როდესაც მასწავლებლის მიერ
დასმული მოთხოვნები რეალისტურია და არა გადაჭარბებული,როცა ის მოსწავლეებს
შეუძლებელს არ სთხოვს. სამი მნიშვნელოვანი ინფორმაციის სისტემატური შეხსენება
მოსწავლეს ნიადაგს უმზადებს მასწავლებლის მიერ დასახული მოთხოვნების მთელი
სერიოზულობით აღქმისთვის და სწავლის
მოტივაციის ამაღლებისთვის .ესენია:1.ჩემი მოთხოვნები მნიშვნელოვანია შენი
წარმატებისთვის. 2.შენ შეგიძლია მათი
შესრულება. 3.ვიცი, რომ შენ მათ
აუცილებლად შეასრულებ.
მოტივაციასთან
დაკავშირებულ
კონცეფციებში
შესაძლებელია
ხუთი
ძირითადი
დანიშნულების
გამოყოფა:
1. ქცევის
დაკავშირება
ბიოლოგიასთან
- აქ
იგულისხმება
ის
შინაგანი
მდგომარეობები,
რომლებიც სხეულს უბიძგებს
რომ
იმოქმედოს
და
ამოქმედდეს.
იქნება
ეს
გაღვიძება,ჭამა
თუ
სხვა.სწორედ
ეს შინაგანი
მექანიზმები
არეგულირებენ
სხეულის
ფუნქციონირებას
და
სიცოცხლის
შენარჩუნებას.
2. ქცევის ცვალებადობის
ახსნა
- როდესაც
ადამიანი
გარკვეულ
მოქმდებას
სხვადასხვა
დროს, უცვლელ
სიტუაციაში სხვადასხვანაირად ასრულებს,
და
ამასათანავე,
თუკი
ეს
ცვალებადობა
უნარების,გამოცდილების
და
პრაქტიკის
განსსხვავებულობით
ან/და
შემთხვევითობით
ვერ
აიხსნება.
3. არახელსაყრელი
პირობებისა
და
მოცემულობების
შემთხვევებში
ადამიანის
შეუპოვრობისა
და მიღწევის
სურვილის
სიძლიერის
ახსნა
- როდესაც
ადამიანს
ამა
თუ
იმ
საქციელის
განხორციელება
ძალიან დიდ
ძალისხმევად
უჯდება,
რატომ არ იკავებს
თავს
და
მაინც
აგრძელებს
მიზნისკენ
სვლას. მაგალითად,
როდესაც
დროულად
მივდივართ
სამსახურში
ან
მიუხედავად
იმისა,
რომ
ვაგებთ,
რატომ
ვაგრძელებთ
თამაშს?
4. პიროვნული
პასუხისმგებლობის
საკითხი
- მოტივაცია
პირადი
პასუხისმგებლობის
შემთხვევაში
საკუთარი
შინაგანი
მოტივების
გააზრებას და
ქმედებების
გაკონტროლების უნარს
გულისხმობს.
5. სუბიექტის
შინაგან
მდგომარეობაზე
დასკვნის
გაკეთება
- იმით,
თუ
როგორ
იქცევა
ადამიანი.
მაგალითად,
როცა ვინმე იცინის
ან
ტირის,
მოტივაციურ
ფსიქოლოგს
აინტერესებს,
რით შეიძლება
ეს
გამოწვეული
იყოს.
შინაგანი
თუ
გარეგანი
ფაქტორებით?
რატომ ხდება
ის, რაც
ხდება?
(წყარო:
http://dictionary.css.ge/content/motivation ).
პედაგოგი
სისტემატურად და გეგმაზომიერად
უნდა
მუშაობდეს
მოტივაციის
ამაღლებაზე.
ამ
ტიპის
სამუშაოები
მას
მიზნობრივად
და
თანმიმდევრულად
უნდა
ჰქონდეს
დაგეგმილი
სასწავლო
პროგრამაში.
·
პედაგოგმა
მოტივაციის
ორივე
ფორმას
უნდა
მიმართოს.
თუმცა
ყურადსაღებია
ის
ფაქტი,
რომ
შინაგანი
მოტივაცია
ბევრად
უფრო
მდგრადია
და
მოსწავლეთა
განვითარებას განსაკუთრებით უწყობს
ხელს.
·
მოტივაციის
ამაღლებისთვის
მასწავლებელმა
მრავალგვარ
სტრატეგიას
შეიძლება
მიმართოს
, მაგრამ
ყოველთვის
უნდა
ითვალისწინებდეს
ასაკობრივი
ჯგუფისა
და
კონკრეტული
მოსწავლის
ხასიათის
თუ
მუშაობის
სტილის
თავისებურებებს (წყარო: მასწავლებლის წიგნი - მარინე
ჯაფარიძე - 2013 (მოტივაციის
ფორმები
და
ამაღლების
გზები).
3.
კვლევის დიზაინი
3.1
ძირითადი საკვლევი კითხვა
,,როგორ ავამაღლოთ არაქართულენოვანი სკოლის მე-7 კლასში მოსწავლეთა მოტივაცია ქართული,როგორც
მეორე ენაში?“
ქვეკითხვები
ü
რამდენად
აქვთ სურვილი მოსწავლეებს ისწავლონ ქართული,როგორც მეორე ენა?
ü
რამდენად ეხმარებიან მშობლები თავიანთ შვილებს სახლში?
ü
რამდენად მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს მასწავლებელი მოსწავლეებს
გაკვეთილზე.
3.2 სამიზნე ჯგუფი
კვლევაში სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს მე-7 კლასის
ყველა მოსწავლე,მათი მშობლები,მასწავლებლები,კლასის დამრიგებელი,სკოლის დირექტორი.
კვლევის
სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლების ჩართულობა აუცილებელი იყო პრაქტიკული კვლევის ,, როგორ
ავამაღლოთ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა მოტივაცია ქართული,როგორც მეორე ენაში“ შედეგიანად და წარმატებულად განხორციელებისთვის.ამიტომ,კვლევის
დაწყებისთანავე ვაცნობე
სკოლის ადმინისტრაციას. ადმინისტრაცია ინფორმირებული
იყო კვლევის ეტაპებისა და საჭიროებების შესახებ. ის მიქმნიდა პირობებს, რომ არ ყოფილიყო სკოლაში კვლევის შემშლელი მიზეზები;
მასწავლებლებთან მჭირდებოდა სამუშაო შეხვდრები. ვუზიარებდით პრაქტიკულ გამოცდილებას
კვლევის თემასთან დაკავშირებით და ვსახავდით გადაჭრის გზებს; ვიკვლევდი მშობლებისა
და მოსწავლეების დამოკიდებულებას და მოლოდინს მოტივაციის ამაღლების შესახებ.
კვლევაში გამოვიყენე შერჩევის ორი ტიპი: სრული შერჩევა
და მიზნობრივი შრჩება.
სრული შერჩევა გამოვიყენე მოსწავლეებთან ურთიერთობისას
(კლასში არის 7 მოსწავლე).ეს შერჩევა გამომადგა კვლევის ფარგლებში გამომეკითხა თითოეული
მოსწავლე,გამეგო მათი აზრი საკითხთან დაკავშირებით და დამეგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.
სრული
შერჩევა გამოვიყენე ასევე მშობლებთან ურთიერთობისას - საკვლევი პრობლემის შესასწავლად
დავგეგმე ინტერვიუს ჩატარება კითხვარების საშუალებით.
მიზნობრივი
შერჩევა გამოვიყენე საკვლევი პრობლების შესასწავლად.დავგეგმე გამოკითხვის ჩატარება სიღრმისეული ინტერვიუს საშუალებით.
მასწავლებლებმა, რომლებიც ასწავლიან ამ კლასს, მომაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცი და
დამეხმარნენ პრობლემის გადაჭრაში.
სკოლის
ადმინისტრაცია დამეხმარა კვლევის პერიოდში იმით,
რომ ხელს მიწყობდა გამომეყენებინა სკოლის რესურსები.
მოსწავლეებთან შეხვედრები მაძლევდა საკვლევ საკითხში
უფრო ღრმად წვდომის საშუალებას.
კოლეგებთან შეხვედრა დამეხმარა საკვლევი საკითხის იდენტიფიცირებაში. მათთან ერთად
დავსახე ინტერვენციის გზები, გავითვალისწინე მათი რჩევები და გამოცდილება ამ საკითხის ირგვლივ.
მშობლებთან
ინდივიდუალური შეხვედრები დამეხმარა მოსწავლეების საჭიროებების დადგენაში.
კვლევის ვადები
|
აქტივობა
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალ
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
|
პრობლემის
იდენტიფიცირება
|
X
|
|
|
|
|
|
|
კვლევის
გეგმის შედგენა
|
X
|
|
|
|
|
|
|
კვლევის
ჯგუფის შექმნა
|
X
|
|
|
|
|
|
|
სკოლის
დირექციის
ინფორმირება
|
X
|
|
|
|
|
|
|
კვლევის
ჯგუფის შეხვედრები
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
პირველი
ანკეტირება მოსწავლეებთან
|
|
X
|
|
|
|
|
|
მეორე
ანკეტირება და ანალიზი
|
|
|
|
|
|
X
|
|
სიღრმისეული ინტერვიუ
მშობლებთან
|
|
X
|
|
|
|
|
|
ფოკუსირებული დაკვირვება
|
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
მეორადი მონაცემების ანალიზი
|
|
|
|
X
|
|
X
|
|
ფოკუს
ჯგუფთან შეხვედრები
|
|
X
|
|
|
|
|
|
სავარაუდო
ინტერვენციების განხილვა
|
|
|
X
|
|
|
|
|
ინტერვენციების
განხორციელება
|
|
|
|
X
|
X
|
X
|
|
ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
X
|
|
კვლევის
ანგარიშზე მუშაობა
|
|
|
|
|
|
X
|
|
კვლევის
წარდგენა კოლეგებთან
|
|
|
|
|
|
X
|
3.3 კვლევის მეთოდები
კვლევის
მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად გამოვიყენე კვლევის ორი მეთოდი:
თვისობრივი და რაოდენობრივი. კვლევის წარმატებულად განხორციელების და მისი შედეგების
სანდოობისა და ადეკვატურობის მიზნით გამოვიყენე დაკვირვება.
დაკვირვება ყველაზე
უფრო ხელმისაწვდომი და გავრცელებული მეთოდია პედაგოგიური პრაქტიკის შესასწავლად. კვლევის
ეს მეთოდი იძლევა პროცესის შესახებ სასარგებლო
ინფორმაციის გენერირების საშუალებას. დაკვირევების მთავარი უპირატესობა მისი პირდაპირობაა.
იგი საშუალებას აძლევს მკვლევარს უშუალოდ შეისწავლოს მდგომარეობა. მკვლევარს არ უხდება,
ჰკითხოს ადამიანებს გარკვეული საკითხის შესახებ,
არამედ უშუალოდ აკვირდება პროცესს, რაც საშუალებას აძლევს მას განამტკიცოს თავისი ვარაუდები.
თვისობრივმა
კვლევამ საშუალება მომცა
სიღრმისეულად გამომეკვლია ჩემი ინტერესთა ჯგუფების ( მოსწავლეები,მასწავლებლები,მშობლები)
დამოკიდებულება და პოზიცია საკვლევ საკითხთან დაკავშირებით,გამომეკვეთა პრობლემური
საკითხები და მომემზადებინა ეფექტური კითხვარი რაოდენობრივი კვლევისთვის. თვისობრივი
კვლევისას გამოვიყენე შემდეგი ინსტრუმენტები:
§
პირისპირ/ჩაღრმავებული
ინტერვიუ
§
ფოკუს
ჯგუფი
§
დაკვირვება
სულ ჩატარდა სამი ფოკუს ჯგუფი,რომელშიც მონაწილეობდნენ
მასწავლებლები,მოსწავლეები და მშობლები. საკითხის სიღრმისეულად შესწავლისთვის შეირჩა ჩაღრმავებული ინტერვიუ.ამ მიზნით მომზადდა
სადისკუსიო გეგმა,რომელიც იყო ერთგვარი გზამკვლევი/ინსტრუმენტი ინტერვიუერისთვის და დამეხმარა გამეკონტროლებინა
ინტერვიუს პროცესი,რათა მიმეღო რესპოდენტისგან მაქსიმალური ინფორმაცია. ჩემთვის საჭირო
და საინტერესო საკითხების შესახებ .
ჩაღრმავებული ინტერვიუები წარიმართა ღია კითხვებზე დაყრდნობით და
ინტერვიუს ხანგრძლივობა იყო 15-20 წუთი.
რაოდენობრივი
კვლევის ინსტრუმენტი შემუშავდა
თვისობრივი კვლევის განხორციელების შემდეგ , როდესაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოსწავლეთა
დიდ ნაწილს მოსწონს ქართული,როგორც მეორე ენა,მაგრამ
ვერ სწავლობს სათანადოდ.
რაოდენობრივი კვლევისთვის მომზადდა 12 კითხვიანი კითხვარი,რომელშიც
შედიოდა,როგორც დახურული,ასევე ღია ტიპის კითხვები.კითხვარის შევსების ხანგრძლივობა
არ აღემატებოდა 15 წუთს.
ინტერვიუ-
საუბრის/დიალოგის თანამედროვე მოდიფიკაციაა, რომელიც პედაგოკიკაში სოციოლოგიიდან შემოვიდა.
ინტერვიუს მიზანია, ინტერვიუერმა რესპოდენტისგან გაიგოს ის, რაც ინტერვიუერისათვის
მნიშვნელოვანია და ჯერ არ იცის ინტერვიუერმა. წინასწარ უნდა ჩამოაყალიბოს კითხვები.
ინტერვიუებმა
მოგვცა მონაცემები იმის შესახებ, რომ მოსწავლეები ნაკლებად არიან ჩართულები შეფასების
რუბრიკების შემუშავებაში; მასწავლებლები არც
ისე ხშირად გაცემენ სწორად შემუშავებულ შეფასებას; მშობლები უპირატესობას ანიჭებენ
განმსაზღვრელ შეფასებას.
ფოკუს ჯგუფი- ჯგუფური ინტერვიუს
სახეობაა. ამ დროს რამდენიმე რესპოდენტს ვესაუბრებით( 6-8 ადამიანს).ამ დროს
მკვლევარი მასწავლებლის მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ შორის აზრთა გაცვლას. ფოკუს-ჯგუფის დროს წარმოქმნილი
დისკუსიის დროს უკეთ ვლინდება რესპოდენტების
დამოკიდებულება გარკვეული პრობლემისადმი.მათი განწყობები და ემოციური შეფასებები.
ინტერვიუსთან შედარებით ფოკუსჯგუფს ის უპირატესობა აქვს,რომ
რესპოდენტების უფრო დამაჯერებლები
და თამამები არიან, უფრო გულახდილებიც. ფოკუს-ჯგუფის მეშვეობით მკვლევარი მასწავლებელი
გაარკვევს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ რესპოდენტებს ამა თუ იმ საკითხისადმი, რომლებიც დაეხმარებიან პედაგოგიური პრაქტიკის დახვეწაში.
ფოკუს
ჯგუფი გამოვიყენე როგორც მოსწავლეებთან, ისე
მასწავლებლებთან და მშობლებთან მუშაობის დროს. ამ მეთოდმა საშუალება მომცა თვალი მიმედევნებინა მოსწავლეთა აზრების ჩამოყალიბების პროცესისათვის,
დავუკვირდი, რატომ ფიქრობენ მოსწავლები ასე და არა სხვაგავარად, დავინახე საკითხი მოსწავლეთა
თვალით.
ფოკუს
ჯგუფი ჩატარდა მე-7 კლასის მოსწავლეთა მშობლებთანაც. ეს იყო ნაკლებად ცნობილი პრობლემის
შესწავლისათვის პირველი ნაბიჯი. მშობლებთან ფოკუს ჯგუფის დაკვირვებით მიღებულმა ინფორმაციამ
საშუალება მომცა ჩავღრმავებოდი პრობლემის
არსს. ამგვარი დაკვირვების მიზანი იყო მშობელთა
დამოკიდებულების შესწავლა მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდის ეფექტურობასა და შედეგიანობაზე. მშობლებთან ფოკუს
ჯგუფის მეთოდის გამოყენება დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და მათთვის კვლევის კითხვარის მომზადებაში.
ფოკუს ჯგუფის
საშუალებით გავიგე, თუ რას ფიქრობს მშობელთა გარკვეული ჯგუფი ქართულის,როგორც მეორე
ენის მიმართ მოსწავლეთა მოტივაციაზე . მათი
პასუხებიდან შევიტყვე, რომ ვერ ეხმარებიან საკუთარ შვილებს მოტივაციის ამაღლებაში აკადემიური
მოსწრების გასაუმჯობესებლად. თვლიან, რომ უკეთესი იქნება მასწავლებლის როლი ამ მხრივ.
მეორე ეტაპზე
ჩატარებული ფოკუს ჯგუფის მიზანი იყო- განხორციელებულ ინტერვეციებზე დაყრდნობით სამიზნე
ჯგუფებისგან აზრის გაგება.
ანკეტირება- ეს არის ინტერვიუს სტრუქტურირებული
სახე. დღევანდელ პედაგოგიურ კვლევებში იხმარება სხვადასხვა ტიპის ანკეტები. როგორიცაა დახურული, ღია, სახელობითი, ანონიმური.
ჩემს კვლევაში გამივიყენე აღნიშნული ანკეტირების ტიპები.
კვლევის
სანდოობა
კვლევის სანდოობაში ეჭვის შეტანის თავიდან ასაცილებლად
გამოვიყენე,როგორც პირდაპირი ინტერვიუ,ასევე ჩაღრმავებული და ანკეტირება.ჩემი კვლევის
პროცესში საკვლევი პრობლემის შესწავლა განხორციელადა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით,კერძოდ პედაგოგებთან განხორციელებული ინტერვიუები,ანკეტირება,ფოკუს
ჯგუფები მოსწავლეებთან,მასწავლებლებთან და მშობლებთან.ასევე მოვახდინე მეორადი მონაცემების
ანალიზი.
3.4 მონაცემთა ანალიზი
კითხვების საშუალებით გავარკვიე მოსწავლეთა მოლოდინები
და მოსაზრებები დაბალი და მაღალი მოტივაციის,მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების შესახებ.
ფოკუს ჯგუფების შედეგები
პრაქტიკული განხორციელების პროცესში
საკითხის შესწავლის მიზნით განხორციელდა სამი ფოკუს ჯგუფი,რომელშიც მონაწილეობდნენ
მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან
კითხვაზე: მოგწონთ თუ არა ქართული,როგორც მეორე ენა?
3 მოსწავლემ უპასუხა, რომ მოსწონთ
საგანი ქართული,როგორც მეორე ენა.4 მოსწავლემ უპასუხა, რომ ნაწილობრივ მოსწონთ.
კითხვაზე: საინტერესოა თუ არა თქვენთვის ქართული, როგორც მეორე ენის საგანი?
3 მოსწავლემ უპასუხა,რომ მათთვის
საინტერესოა,3 მოსწავლემ უპასუხა, რომ საშუალოდ მოსწონთ,1 მოსწავლემ უპასუხა,რომ
არ იცის,მისთვის საინტერესოა თუ არა საგანი ქართული, როგორც მეორე ენა.
კითხვაზე:როგორი ურთიერთობა გაქვთ ქართულის,როგორც მეორე ენის მასწავლებელთან?
2 მოსწავლემ უპასუხა რომ ძალიან
კარგი ურთიერთობა აქვს. 2 მოსწავლემ ამ კითხვაზე უპასუხა, რომ კარგი ურთიერთობა
აქვს,2 მოსწავლემ უპასუხა, რომ საშუალო, ხოლო 1 მოსწავლემ - ცუდი.
ეს კითხვა მნიშვნელოვანი იყო
ჩემთვის, რადგან მოსწავლე - მასწავლებლის ურთიერთობა ყოველთვის აისახება სწავლის
მოტივაციაზე და მის სწავლის მიმართ დამოკიდებულებაზე.
კითხვაზე: რა სირთულეს აწყდებით ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლის დროს, რატომ
გიჭირთ ქართულის,როგორც მეორე ენის სწავლა?
მოსწავლეებმა ამ კითხვაზე სხვადასხვა
პასუხები გამცეს: ძნელია, მას და ვერ ვსწავლობთ. რუსული და ინგლისური ასე ძნელი არ
არის.
ფოკუს
ჯგუფი მშობლებთან
გამოკითხულ მშობლების 30% თვლის,რომ
შეუძლით დაეხმარონ თავიანთ შვილს ქართულის,როგორც მეორე ენის სწავლისას, თუკი მას
გაუჭირდება.მშობლების 50 % თვლის, რომ ვერ ეხმარება შვილს დროის უქონლობის გამო.
მშობელთა 20% თვლის, რომ მოსწავლეებს არა მხოლოდ ქართული,როგორც მეორე ენა, არამედ
სხვა საგნებიც ნაკლებად აინტერესებთ და გადართულები არიან ტელეფონებსა და
კომპიუტერებზე.
მშობლების 10% თვლის, რომ საჭიროა
სწავლების ახალი სხვადასხვა მეთოდები, რომ მეტად დაინტერესდნენ არა მხოლოდ
ქართული,როგორც მეორე ენით,არამედ სხვა საგნებითაც.
ფოკუს
ჯგუფი მასწავლებლებთან
კითხვაზე- როგორ ცდილობთ
დააინტერესოთ მოსწავლე, რომელიც არ სწავლობს თქვენს საგანს?
პედაგოგებმა გამცეს სხვადასხვა
პასუხი:
ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან
კითხვაზე- როგორ ცდილობთ
დააინტერესოთ მოსწავლე, რომელიც არ სწავლობს თქვენს საგანს პედაგოგებმა გამცეს
სხვადასხვა პასუხი:
· ვცდილობ გავითვალისწინო მათი
სურვილები და მოვერგო მათ საჭიროებებს, ვცდილობ გამოვიყენო მრავალფეროვანი
აქტივობები.
· ვცდილობ დავეხმარო სახელმწიფო ენის
შესწავლის მნიშვნელობაში. ვრთავ ჯგუფურ სამუშაოებში, ვიყენებ მრავალფეროვან
აქტივობებს მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, ვაკეთებთ პროექტებსა და
პრეზენტაციებს.
· ვატარებ ჯგუფურ სამუშაოებს, ვაწყობთ
დისკუსიებსა და დებატებს, ვაძლევ საკუთარი თავის თამამად გამოხატვის საშუალება
· ვცდილობ მოვიძიო სპექტაკლები,
ფილმები და ვაჩვენო მოსწავლეებს, ამასთან ერთად გავაცნო რაიმე საინტერესო
ინფორმაცია ან თავად დავავალო მათ მოსაძიებლად.
· ვცდილობ გავააზრებინო სახელმწიფო ენის როლი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი
ცოდნა რეალურ ცხოვრებაში, ხშირად ვრთავ მათ როლურ თამაშებში, ვავალებ
დახატონ ან მოამზადონ გაკვეთილის შესაბამისი პლაკატები, საუკეთესოს
ვაკრავთ კედელზე. ვიყენებ მრავალფეროვან აქტივობებს, ხშირად ვავალებ
პრეზენტაციების მომზადებას.
· ვიყენებ თემასთან დაკავშირებულ
სახალისო აქტივობებს სასწავლო თამაშების სახით, ინტერნეტის საშუალებით ვთხოვ
მოიძიონ ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით.
· ვესაუბრები სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე, ვიყენებ სხვადასხვა სახის
სახალისო აქტივობებს. ვავალებ მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტში.
· ვცდილობ სახალისო მარტივი ტესტებით
დავაინტერესო მოსწავლეები.
მეორადი მონაცემების ანალიზი
განვახორციელე მეორადი მონაცემების
ანალიზი- მოსწავლეთა საშუალო აკადემიური მოსწრება 1-ელ სემესტრის დასრულს. მე-7
კლასის მოსწრების საშუალო ქულა იყო -„7 „
რაოდენობრივი კვლევის შედეგები
დიაგრამა 1
დიაგრამა 2
დიაგრამა 3
დიაგრამა 4
დიაგრამა 5
დიაგრამა 6
დიაგრამა 7
დიაგრამა 8
დიაგრამა 9
დიაგრამა10
დიაგრამა 11
დიაგრამა 12
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზზე გამოიკვეთა
შემდეგი საკითხები:
Ø გამოკითხული მოსწავლეების უმრავლესობისთვის საგანი საინტერესოა
და მოსწონს,მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ (არ) სწავლობენ.
Ø მასწავლებელი იყენებს საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე
ტექნოლოგიებს,კომპიუტერს.
Ø მასწავლებელი ნაკლებად იყენებს ჯგუფურ სამუშაოებს.
Ø მასწავლებელი დასჯის მეთოდს არ იყენებს,თუმცა წაახალისებს
მათ სიტყვიერად,შექებით.
Ø მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არის კარგი ურთიერთობა,რაც თავისთავად მოქმედებს
მოსწავლის მოტივაციაზე.
3.5 ინტერვენციის დაგეგმვა
ანკეტირების,ინტერვუირების,ფოკუს ჯგუფების გამოკითხვების
შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ინტერვენციის დაგეგმვის(ჩარევის შესახებ). ნებისმიერი
განხორციელებული ინტერვენცია (ჩარევა) უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში
და უნდა იყოს მიმართული მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლებისკენ. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე შემდეგი ცვლილებების დანერგვა:ინტერვიუების,ფოკუს
ჯგუფების და ანკეტირების შედეგად გამოკვეთილი ტენდენციების შესაბამისად, მასწავლებელმა
მიიღო გადაწყვეტილება ინტერვენციის დაგეგმვის შესახებ:
ქართულის
როგორც მეორე ენის გაკვეთილების გამრავალფეროვნება, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების
მიზნით.
სხვა პედაგოგების პრაქტიკის გაზიარებიდან გამომდინარე,
პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა რიგი აქტივობები, რომელიც მათ მოტივაციას აუმაღლებდა
და რა თქმა უნდა ეს აქტივობები უნდა ყოფილიყო
ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე. კერძოდ:
·
ჯგუფური დავალებების
მიცემა მოსწავლეებისთვის:
·
სასწავლო რესურსების,მათ
შორის ელექტრონული რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
·
თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენება ახალი მასალის ახსნისას და პრეზენტაციების გაკეთება.
უნდა აღინიშნოს,რომ მასწავლებელმა შესთავაზა მოსწავლეებს
ელექტრონული ფოსტის გახსნა და ელ.რესურსის გადაგზავნა მათთვის,ეს სიახლე მოსწავლეებს
ძალიან მოეწონათ.მათ პედაგოგის დახმარებით შექმნეს ელ.ფოსტა და იმუშავეს მასწავლებლის
მიერ შექმნილ ელექტრონულ სასწავლო რესურსზე,რაც
ძალიან ინოვაციური და სახალისოც აღმოჩნდა.
გარდა ამისა მასწავლებელმა ასწავლა მოსწავლეებს პროგრამა
power point-ში მუშაობა,სასწავლო
თემასთან შესაბამისად აძლევდა დავალებებს-პრეზენტაციების მომზადებას,რაც ასევე ძალიან
მოსწონდათ მოსწავლეებს,დიდი ხალისით აკეთებდნენ და მასწავლებელს უგზავნიდნენ ელ.ფოსტაზე.
ამ ტიპის დავალებებით მოსწავლეებს უვითარდებათ კომპიუტერული უნარ-ჩვევები და რაც მთავარია,
უმაღლდებათ შინაანი მოტივაცია.
დავალებების შესრულება მოსწავლეებს უწევდათ,როგორც ინდივიდუალურად,ასევე
წყვილებში და ჯგუფებშიც, რაც მათ შორის ურთიერთთანამშრომლობასაც უწყობს ხელს.
3.6 ინტერვენციების/ქმედებების შეფასება
ჩემ მიერ განხორციელებული
ინტერვენციები სწორი და შედეგიანი აღმოჩნდა.თანამედროვე ტექნოლოგიების,სასწავლო რესურსების, ჯგუფური სამუშაოების
და პრეზენტაციების ხშირად გამოყენება-შესრულებამ გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო
პროცესში, გაიზარდა მათი მოტივაცია და აკადემიური მოსწრება.
ინტერვენციის შესაფასებლა
გამოვიყენე ჩაღრმავებული ინტერვიუ მოსწავლეებთან, თუ რამდენად მოსწონთ ამ ტიპის ქართულის,როგოც
მეორე ენის გაკვეთილები და პასუხი იყო,რომ ყველას მოსწონს.
კლასში აკადემიური მოსწრების
დონემ საგრძნობლად აიწია.თუ პირველი სემესტრის ბოლოს მე-7 კლასის მოსწავლეთა საშუალო
მოსწრება იყო 7 ქულა,მეორე სემესტრის დასარულს ეს შეფასება არის 7,5 და 8.
ცვლილებების
თეორიული დასაბუთება
საგაკვეთილო პროცესი ეფექტიანად რომ წარიმართოს და მოსწავლეს
ჰქონდეს და მუდმივად ინარჩუნებდეს სწავლის მოტივაციას,ამისთვის საჭიროა მასწავლებელი
სამი მიმართულებით იყოს ძლიერი:
1.
მასწავლებელს
უნდა შეეძლოს კლასის მართვის ეფექტური მეთოდების დანერგვა (მარზანო, მარზანო და ფიქერინფი
2009:4).
კლასის ცუდი მართვა პირდაპირ კავშირშია დისციპლინურ
დარღვევებთან.საკმარისი არ არის მხოლოდ მასწავლებლის ძალისხმევა,თუ მოსწავლეებს არ
ეცოდინებათ საკუთარი მოვალეობები და გაკვეთილზე ქცევის წესები.
2.
მასწავლებელი
პროფესიონალურ დონეზე უნდა ფლობდეს მოსწავლეთა მიდგომის უნარებს.მასწავლებელმა უნდა
იცოდეს როგორი მეთოდებია უფრო ნაყოფიერი და როგორ მიიღოს მიიღოს საშინაო დავალებით
დიდი სარგებელი (მარზანო, მარზანო და ფიქერინფი 2009:4).
3.
პედაგოგს
უნდა შეეძლოს სასწავლო გეგმის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე.ის ეფექტუდად უნდა გამოყოფდეს
სასწავლო ნაწილიდან იმ ინფორმაციას,რომელიც მეტად საყურადღებო და საინტერესო აღმოჩნდება
მოსწავლისთვის,უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა პიროვნულ შესაძლებლობებს.პედაგოგს უნდა
შეეძლოს სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობების შემოღება დაგანხორციელება,რითაც სასწავლო
მასალას უფრო გამარტივებულად და ადვილად აღსაქმელად წარმოადგენს ყველა ტიპის მოსწავლისთვის
(მარზანო,მარზანო და ფიქერინფი 2009:4).
4.რეფლექსია/დასკვნა
მიმდინარე სასწავლო წელს ჩემ მიერ განხორციელებულმა
კვლევამ, ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩემს პროფესიულად ზრდას. ეს იყო უწყვეტი პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა
საინტერესოდ და თანამშრომლობით გარემოში. მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მუდმივად იკვლიოს
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა, ღია იყოს სიახლეებისადმი და ორიენტირებული განვითარებისაკენ.
კვლევამ
აჩვენა, რომ, მე, როგორც მკვლევარმა პედაგოგმა მნიშვნელოვანია:
Ø ვიცნობდე და აქტიურად ვიყენებდე მოტივაციის
ამაღლების ეფექტურ სტრატეგიებს.
Ø რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე
მუშაობა.
Ø ვიცოდე რას ნიშნავს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია;
Ø ვიცოდე როგორ უნდა დავიცვა ბალანსი შინაგანი
და გარეგანი მოტივაციის ასამაღლებელი სტრატეგიების გამოყენებისას.
Ø ვიცნობდე მოტივაციის ამაღლების საშუალებებს.
Ø ვიცოდე რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან
კარგი პიროვნული ურთიერთობების დამყარება.
Ø რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს მასწავლებელმა
მოსწავლეებთან დადებითი პიროვნული ურთიერთობების დასამყარებლად.
Ø ვიცოდე რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეების
წინაშე მაღალი მოთხოვნების დაყენება,
Ø როგორ უნდა დაეხმაროს პედაგოგი მოსწავლეებს,რომ
მოთხოვნრბი მხოლოდ მოთხოვნებად არ დარჩეს და რეალობად იქცეს.
Ø აქტიურად ვთანამშრომლობდე, როგორც კლასში
შემსვლელ მასწავლებლებთან, ისე მშობლებთან, რომ მეტი ყურადღება
მიაქციონ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას;
მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლების ეფექტური საშუალებების გამოყენების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით მივაღწიე შედეგს, VII
კლასში ამაღლდა მოსწავლეთა
სწავლის მოტივაცია და აკადემიური მოსწრება ქართული,როგორც მეორე ენაში, დადებითად შეიცვალა
ჩემი, მოსწავლეებისა და მშობლების დამოკიდებულება;
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის
სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის პრაქტიკული კვლევის
,,როგორ ავამაღლოთ არაქართულენოვანი
სკოლის მოსწავლეთა მოტივაცია ქართული,როგორც მეორე ენაში“ შედეგები გავაცანი კოლეგა-მასწავლებლებს სამუშაო შეხვედრაზე
პრეზენტაციის სახით. ვიმსჯელეთ კვლევის ყველა
ეტაპზე, კვლევის პროცესში გამოვლენილ სირთულეებზე, მიღებულ შედეგებზე და მათი გადაჭრის
გზებზე. გავუზიარე კოლეგებს კვლევის შედეგად მიღებული გამოცდილება, მივიღე უკუკავშირი
და ერთდროულად დავსახეთ პრევენციის გზები.
აღნიშნული კვლევა, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გავუზიარე კოლეგებს, რათა
მათ შეძლებოდათ სიღრმისეულად გაცნობოდნენ კვლევის ყველა ეტაპს.
5 გამოყენებული ლიტერატურა:
2.მარზანო, რ.ი. მარზანო
და დ.ფიქერინგი. 2009. კლასის მართვა: კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები
მასწავლებლებისთვის. თბილისი.სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი.
3.მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების,პროფესილი განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. II ნაწილი.მაია
ინასარიძე, სოფიკო ლონჟანიძე, მანანა რატიანი,ირინა სამსონია (2016).
4. მასწავლებლის წიგნი
- მარინე გაფარიძე (2013) - მოსწავლეთა ,,ცუდი
ქცევის“ ფსიქოლოგიური მოტივები.
5.მასწავლებლის წიგნი
- მარინე ჯაფარიძე (2013) - როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს,იგრძნონ თავიანთი ინტელექტუალური
კომპეტენტურობა.
6.პროფესიონალი მასწავლებლის
9 მახასიათებელი - ჯეკი თერნბული.
7. ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ – tpdc.ge 2011.
8,,სამოქმედო კვლევა“
- სახელმძღვანელო მკვლევარ პედაგოგთათვის. მესამე
გამოცემა. ჯეფრი ი. მილსი.
9.სწავლება და შეფასება - რუსუდან
ტყემალაძე,ნანა დალაქიშვილი,ქეთევან თოფაძე,თათია პაჭკორია,თამარ ბუწაშვილი (2008) - მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების
საშუალებები
6.დანართები
დანართი 1
კითხვარი მოსწავლეებისათვის
კითხვარის მიზანია გავიგო თქვენი
დამოკიდებულება ქართულის,როგორც მეორე ენის საგნის და საგნის მასწავლებლის მიმართ
და გავაანალიზო რა განაპირობებს თქვენს მოტივაციას ქართული ენის სწავლისას.
კლასი ---------------
სქესი: გოგო □ ბიჭი□
1.მოგწონთ თუ არა ქართულის,როგორც
მეორე ენის საგანი?
ა. დიახ ბ. არა გ.ნაწილობრივ დ. არ ვიცი
2.როგორ ფიქრობთ, საინტერესოა თუ არა
ქართულის,როგორც მეორე ენის გაკვეთილი?
ა. საინტერესოა ბ. ნორმალურია გ. არ არის საინტერესო დ. არ ვიცი
3.როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენი
ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელთან?
ა.ძალიან კარგი ბ.კარგი გ.ნორმალური დ.არ ვიცი
4.როგორ ფიქრობთ გაკვეთილზე
გათვალისწინებულია თქვენი ინტერესები და შესაძლებლობები?
ა. დიახ ბ. ნაწილობრივ გ. არა დ. არ ვიცი
5.რა დროს უთმობთ სახლში
ქართული,როგორც მეორე ენაში საშინაო დავალების შესრულებას?
ა. ნახევარი საათი ბ. ერთი საათი გ. არ ვასრულებ საშინაო დავალებას დ.კლასში ვიწერ თანაკლასელისგან
6 . გეხმარებათ თუ არა სახლში
მშობელი, თუ გაგიჭირდათ საშინაო დავალების შესრულებ?
ა. დიახ ბ. არა გ. ვერ მეხმარება დროის უქონლობის
გამო
7. მასწავლებელი გიხსნით თუ არა
გაკვეთილს გასაგებად?
ა. დიახ ბ.არა გ. ვერ გამიგია,იმიტომ რომ არ ვუსმენ
8.იყენებთ გაკვეთილზე კომპიუტერს?
ა. დიახ ბ. არა
9.გაქვთ თუ არა ჯგუფური დავალებები
ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე?
ა. დიახ ბ. არა გ. ხანდახან
10. გაქებთ თუ არა მასწავლებელი,
როდესაც მოეწონება თქვენი შესრულებული დავალება ან იაქტიურებთ გაკვეთილზე?
ა. დიახ ბ. არა გ.ხანდახან
11. აბრაზებთ თუ არა ქართულის,როგორც
მეორე ენის მასწავლებელს?
ა.დიახ ბ.არა გ. ხანდახან
12.რამდენად ხშირად იყენებს
ქართულის,როგორც მეორე ენის მასწავლებეელი დასჯის ფორმებს?
ა. ხშირად ბ. იშვიათად გ. არ იყებებს
13.თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს
მასწავლებელმა იმისთვის,რომ მოგეწონოთ გაკვეთილი?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14. გიშლით ხელს, თქვენ უკეთ ისწავლოთ
ქართული, როგორც მეორე ენა?
-----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!
დანართი
2
ფოკუს
ჯგუფისთვის
თარიღი 29 თებერვალი 2019 წელი
მოსწავლეების
კითხვარი
მოგწონთ
თუ არა საგანი ქართული, როგორც მეორე ენა?
საინტერესოა
თუ არა თქვენთვის საგანი ქართული, როგორც მეორე ენა?
როგორი
ურთიერთობა გაქვთ მასწავლებელთან
მასწავლებელი
არჩევს თუ არა მოსწავლეებს?
იცნობთ
თუ არა თქვენს უფლებებს და მოვალეობებს?
იყენებთ
თუ არა საგაკვეთილი პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს და სხვადასხვა მეთოდებს?
აბარებთ
თუ არა მშობლებს გაკვეთილს
(
კი/არა-რატომ?)
დანართი 3 კითხვარი
მშობლებს
ძვირფასო მშობლებო! სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის
სოფელ ორლოვკის ქართულის,როგორც მეორე ენის მასწავლებელი მარინა თათოშვილი ვატარებ
საკუთარი პრაქტიკის კვლევას მოსწავლეთა მოტივაციის და ცოდნის დონის ასამაღლებლად ქართული,როგორც
მეორე ენაში.ეს კითხვარი დამეხმარება უკეთ გავიგო და გავაცნობიერო თუ როგორ ავამაღლო
მოსწავლეთა მოტივაცია და ცოდნის დონე ჩემს საგანში.
რა დროს უთმობს თქვენი შვილი ქართულის,როგორც მეორე
ენის მომზადებას?
ა) ნახევარ
საათს
ბ) ერთ საათს
გ) საათნახევარს
დ) დროის უქონლობის გამო ვერ ვაკონტროლებ
შეგიძლიათ დაეხმაროთ თქველს შვილს, თუკი მას რაიმე გაუჭირდა
ქართული,როგორც მეორე ენაში?
ა) დიახ
ბ) არ შემიძლია
გ) ხანდახან
თქვენი აზრით, თუ თქვენს შვილს ქართული,როგორც მეორე
ენაში აქვს დაბალი შეფასება,რას უკავშირდება?
ა) ვერ სწავლობს მოსწავლე სათანადოს
ბ) პრობლემა აქვს მასწავლებელთან
გ) კლასში გაკვეთილზე არის კლასის მართვის პრობლემა
(ხმაურია,ცელქობენ გაკვეთილზე)
ჩაწერეთ სხვა, რასსაც საჭიროდ თვლით ----------------------------------------------
მადლობა
თანამშრომლობისათვის
დანართი
4 კითხვარი პედაგოგებს
ვატარებ კვლევას ,,როგორ ავამაღლო მოსწავლეთა სწავლის მოტივაცია ქართული,როგორც მეორე ენაში?“
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი,რომელიც დამეხმარება თქვენი
გამოცდილების გასაზიარებლად.
რომელ საგანს ასწავლით?
----------------------------------------------------------
როგორ ფიქრობთ, მოსწონთ მოსწავლეებს საგანი,რომელსაც
თქვენ ასწავლით?
--------------------------------------------------------------------------------------
იყენებთ თუ არა გაკვეთილზე კომპიუტერს?
ა. დიახ ბ. არა გ. ხანდახან
როგორ ახერხებთ მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას?
--------------------------------------------------------------------------------------------------
იყენებთ თუ არა წახალისების ფორმებს და რას?
----------------------------------------
იყენებთ თუ
არა მოსწავლის დასჯის ფორმებს და რას? ---------------------------------
თქვენი აზრით რატომ არ სწავლობს ბავშვი თქვენს საგანს?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მადლობა თანამშრომლობისთვის.
No comments:
Post a Comment