პროექტები

პროექტის  სახელწოდება
საქართველოს კუთხეები
პროექტის  მთავარი იდეა
საქართველოს კუთხეების შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება
პროექტის მნიშვნელობა / აქტუალობა
ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზეპირმეტყველების, პრეზენტაციის,   თანამშრომლობის უნარების განვითარებას, სუსტი მოსწავლეების ჩართულობას.შეიძენენ შემდეგ უნარ-ჩვევებს:
საბაზისო კომპიუტერული უნარ–ჩვევები, მათ შორის ინტერნეტში მუშაობის.
ინფორმაციის შესწავლის და სინთეზირების უნარი.
ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი.
ბუკლეტის მომზადების უნარი

პროექტის მიზნები.
ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები    გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს.ინტერნეტის,წიგნების დახმარებით მოიძიებენ ინფორმაციას და დაახარისხებენ. დაახასიათებენ კუთხეებს დამახასიათებელი ნიშან–თვისებებით.   ჯგუფებში  მოამზადებენ კედლის გაზეთს და გამოაკრავენ.  შექმნიან სლაიდ შოუს თვალსაჩინოებისათვის.დაამზადებენ


მოსმენა

 ქ.მ.IX.1.  მოსწავლეს შეუძლია დიალოგის, ინტერვიუს გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
          ამოიცნობს სასაუბრო თემას/საკითხებს;
          ამოიცნობს თანამოსაუბრეებს, ინტერვიუერს/რესპონდენტს;
          ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, რა, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);

კითხვა


ქ.მ.IX.1.  მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის  ტექსტების წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
            ამოიცნობს ილუსტრაციების ქვეშ მოცემული წარწერების შინაარსს;
            ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას, ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა;
            ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
            ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
            ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას (მოქმედების დრო, ადგილი და სხვა);
            ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა;
            ამოიცნობს ტექსტის ნაწილებს შორის კავშირს (ლოგიკურს, ქრონოლოგიურს);
            ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან.



წერა



ქ.მ.IX. 1.  მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების წერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ა) შეუძლია ინსტრუქციების (რაიმეს მომზადების/მოხმარების/ჩატარების წესები, რჩევა-დარიგება) წერა.
            განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ფორმატი, ადრესატი);
            ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
            წერს ინსტრუქციას ან აღწერს პროცედურას, სადაც თანამიმდევრობით იძლევა ზუსტ მითითებებს კონკრეტული ამოცანისათვის (მაგ., როგორ ჩაატაროს თანაკლასელმა ექსპერიმენტი).

ბ) შეუძლია გზამკვლევის (ტურისტული, საინფორმაციო ბუკლეტი) წერა.
          განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ტექსტის მიზანი, ფორმატი, ადრესატი);
          განსაზღვრავს სათაურს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ილუსტრაციების წარწერებს;
          ტექსტის მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
          წერს ძირითად ტექსტს (მაგ., ადგილმდებარეობა, დამატებით სხვა საინტერესო ადგილები, სიძველე, განსაკუთრებულობა და სხვა) და ურთავს შეფასებებს;
          იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს;
          შესაბამისად აფორმებს ტექსტს (ფოტო, ნახატი, რუკა, გეგმა).

ლაპარაკი

ქ.მ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
          პასუხობს ნასწავლი  ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებზე;
          ახერხებს ტელეფონით საუბარს ყოველდღიურ თემებზე;
          მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., მარშრუტის ახსნა, ტელეფონით ინფორმაციის მოპოვება, შეხვედრის დანიშვნა და სხვა);
          გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას გარკვეულ საკითხზე, მოჰყავს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან;
          გამოხატავს თავის ემოციებს, განწყობებს, სურვილებს.
          ქართულ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით.

ქ.მ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
          ინტერაქციის წარმართვისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს (მაგ.; თუ შეიძლება, სთხოვეთ/მითხარით/დამეხმარეთდა სხვა);
          ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, ბოლოს, დასასრულს);
            მართებულად იყენებს თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
          სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით (ეს/ის) და კითხვით (რომელითუროგორი) ნაცვალსახელებს;
            კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სათანადო ფორმებს (მაგ., აკეთებს / გააკეთა / გააკეთებს);
            იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
            სასაუბრო თემებისათვის იყენებს სათანადო ლექსიკას;




 
მოსწავლეთა ასაკი
 IX კლასის მოსწავლეები  (13-14 წლის)
ვადები/ ხანგრძლივობა
პროექტის განსახორციელებლად საჭიროა 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რა შეიძლება შეიქმნას
პროექტის განხორციელებისას  მოსწავლეები  გაეცნობიან  საქართველოს კუთხეებს. ინტერნენტის საშუალებით მიძიებენ დამხმარე მასალას ( ტექსტებს, ფოტოებს, რუკებს )  და  მიზნობრივად გამოიყენებენ. დაწერენ შესასრულებელი სამუშაოს  გეგმას. დაამზადებენ კედლის გაზეთებს  და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.  მასწავლებლის დახმარებით  დაწერენ სცენარს კულტურული ღონისძიებისათვის, გაინაწილებენ მასალას და ჩაატარებენ ღონისძიებას. ტექსტების წარმოთქმისას დაიცავენ სათანადო ინტონაციას.
  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კვლევა-ძიების, ტრანსფერის, თანამშრომლობის, ზეპირმეტყველების უნარები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ბეჭდვითი მასალა:სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები:ეთნოგრაფიული მოგზაურობა საქართველოში–ენციკლოპედია

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
 1- ლი კვირა
კლასი დავყავი ჯგუფებად,მოსწავლეებს მივეცი საშუალება შეარჩიონ საკუთარი გუნდის ლიდერი.თითოეულ გუნდს უნდა აერჩია ორი კუთხე და მოემზადებინა პრეზენტაცია.განვიხილეთ ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებული მოვლენები და ვთხოვე მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს.
მოსწავლეებს ერთი კვირა ჰქონდათ ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობაზე ინფორმაციის მოსაძიებლად.ყოველი კვირის, ბოლოს ინფორმაციის მოძიების შემდეგ,ინდივიდუალურ კვლევის შედეგებს გააერთიანებენ.

მე-2 კვირა
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე. ფოლკლორზე.

მე-3 კვირა
მოძიებული ინფორმაციაზე დაყრდნობით მსჯელობენ თუ რამ ჩაუყარა საფუძველი ამა ტუ იმ ტრადიციას თუ ადათ-წესებს,საიდან მოდის მათი ფესვები.მსჯელობენ მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.

მე -4 კვირა
საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით ხუროთმოძღვრების და ისტორიული ხასიათის ძეგლი არსებობს.მოიძიებენ ინფორმაციას არჩეული კუთხის ისტორიულ ძეგლებზე.
ოთხი კვირის მანძილზე მოპოვებული ინფორმაციით ქმნიან სლაიდ შოუს,ამზადებენ ბუკლეტს,კედლის გაზეთს,ემზადებიან პრეზენტაციისათვის.






საგნებთან/საგნობ რივ ჯგუფებთან კავშირი
ქართული ენა, გეოგრაფია
პროექტის ხელმძღვანელი
ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი-მარინა თათოშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
 marinatatoshvili@gmail.com
პროექტის ვებგვერდი / ბლოგი
https://marinatatoshvili.blogspot.com/



No comments:

Post a Comment